საზოგადოება

ნარინჯისფერი რთველი დასრულდა

22.01.20 14:00


2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

"ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (20.0 ათასი ტ), უკრაინაში (5.2 ათასი ტ), სომხეთში (4.4 ათასი ტ), ბელარუსში (319 ტ), ყაზახეთსა (140 ტ) და ყირგიზეთში (58 ტ). საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური. პროდუქციის მაღალი ხარისხი პირდაპირპროპორციულად განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასს. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.6-დან 2.0 ლარამდე იყო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით 10 ათასი ტონა შეადგინა",- აცხადებენ სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ წლევანდელი მოსავალის მაღალი ხარისხი დიდწილად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა განაპირობა.

ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ნარგავებში ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები - თერმული ნისლით დამუშავდა ტერიტორიები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მავნებლის მიერ ციტრუსის კულტურის დაზიანება.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობდა ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501).




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები