პოლიტიკა

გიგი უგულავა: ევროპარლამენტიდან გასაოცარ კრიტიკას ვიღებთ

22.01.20 14:40


"გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან ჩვენ ვიღებთ გასაოცარ კრიტიკას", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს.

მისი თქმით, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებაზე მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ვერსიის არავის სჯერა.

"პრაქტიკულად არავის მსოფლიოში, ვინც საქართველოზე ფიქრობს, საქართველოს მეგობრებს, არავის არ სჯერა ივანიშვილის ვერსიის, რომ თურმე იქ დაჩი ბერაიამ და ხუნდაძემ ხმა აიმაღლეს და ამბოხი მოაწყვეს.

კატეგორიული მოთხოვნაა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და აქაც ყველაფერს აეხადა ფარდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტარები ღიად უწოდებენ პოლიტპატიმრებს იმ ადამიანებს, ვინც დღეს ციხეში უკანონოდ იმყოფება", - აღნიშნა გიგი უგულავამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები