პოლიტიკა

ერთ-ერთი ოპოზიციონერი ტივტივებს და ცდილობს ნაპირი ამოირჩიოს – ვაშაძე

22.01.20 15:00


ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის დიალოგის მაგიდაზე ზის ერთი ადამიანი, რომელიც “სხვა აზრზეა”.

ეს განცხადება ვაშაძემ “მთავარის” ეთერში, ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ეს ადამიანი თუ პოლიტიკური ძალა “ტივტივებს, დინებას მიჰყვება და ცდილობს ნაპირი ამოირჩიოს”. ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია ვისზე საუბრობს და განმარტა, რომ ამას ოპოზიციის დიალოგის ფორმატის წესები უკრძალავს.

“მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დიალოგის წესებით აკრძალული გვაქვს ადამიანის სახელის და გვარის ხსენება, მაშინ როცა მის პოზიციას ვახსენებთ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა ვინც იმ მაგიდასთან ზის, იმყოფება ერთ აზრზე”, – თქვა ვაშაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილთან არც ერთი ის ოპოზიციონერი არ ითანამშრომლებს, ვინც ოპოზიციის დიალოგის ფორმატში მონაწილეობს. მისი თქმით, ეს უდიდესი რეპუტაციული ზიანი იქნება, რომელსაც ვერავითარი მატერიალური სარგებელი ვერ გადაწონის.

“არ მჯერა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა ისე გასულლდება და თითქმის ჩაძირულ ნავზე ახტება”, – აცხადებს ვაშაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლები პროპორციული არჩევნების ირგვლივ არიან გაერთიანებულები და ლეიბორისტული პარტიის ოფისში მართავენ ხოლმე შეხვედრებს. ამ შეხვედრებში აღარ მონაწილეობს პატრიოტთა ალიანსი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები