საზოგადოება

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები ხვალიდან 4 მარშრუტზე განაწილდება

22.01.20 15:40


თბილისის მერიის ინფორმაციით, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება.

კერძოდ:

N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი;

N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“;

N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება;

N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა;

27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ:

N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი;

N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი;

N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“;

N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

40 ახალი ავტობუსი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები