პოლიტიკა

​ლაშა დარსალიამ დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

22.01.20 16:40


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გამწვავებული ვითარება. ლაშა დარსალიამ ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში ადგილზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. პოსტების აღმართვაზე.

„მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რაც გასული წლის სექტემბერში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვამ და თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია.

შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მაღალ დონეზე,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები