პოლიტიკა

საქართველოსა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

22.01.20 18:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სლოვენიელ კოლეგას, მარიან შარეცს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

მთავრობის მეთაურმა სლოვენიის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ისაუბრეს, რომელიც 2020 წლის ივნისში ბრიუსელში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო იმ გეგმებს, რომლებიც შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაისახოს. მხარეების შეფასებით, 10 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა არსებობს ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს და როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ევროკავშირს უნდა ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე.

მხარეების შეფასებით, არსებული ეკონომიკური ურთიერთობები იძლევა საშუალებას, მეტად განვითარდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებას.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები