პოლიტიკა

ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს

23.01.20 10:15


ჩინეთში გავრცელებულ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისგან, რადგან უხანი წარმოადგენს ინფექციის წყაროს.

საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალმხრავალ ადგილებში გადაადგილებისგან.

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქ. უხანში (Wuhan) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქ. უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.

ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული.

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635",-ნათქვამია ინფორმაციაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები