პოლიტიკა
23.01.20 10:30
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა იერუსალიმში, მუზეუმ „სიონის მეგობრებში“, სადაც ამ ამერიკული ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო საზეიმოდ გადაეცა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოვლისას განაცხადა, აღნიშნული ჯილდო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია.
„ეს მხარდაჭერა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ შეწყვეტილა და იგი კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახან მიღებული საქართველოს მხარდაჭერის აქტით. მინდა გთხოვოთ, პრეზიდენტ ტრამპს გადასცეთ ჩემი უდიდესი მადლიერება ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვაში ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ისრაელში ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს.
„ძალიან ამაყი ვარ, რომ ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საქართველოს წარმოვადგენ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ლამაზ ქალაქში – იერუსალიმში ყოფნა. ეს მარადიული ქალაქი ისრაელის მეფე დავითმა დააარსა. მე მერგო პატივი და მომენიჭა „სიონის მეგობრების“ უმაღლესი ჯილდო, რომელიც ჩემამდე ბევრად მნიშვნელოვან ლიდერებს მინიჭებია. ეს ჯილდო უკავშირდება პრეზიდენტ შიმონ პერესს, რომლის სახელიც მშვიდობისთვის გაწეული ღვაწლისთვის, ყველას ემახსოვრება.
ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა – რატომ არ უნდა მისცემოდა დავიწყებას ჰოლოკოსტი, კაცობრიობის ტრაგედია? ამაზე პასუხი მარტივია: დამახსოვრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუკი გვახსოვს, მაშინ შეგვიძლია, ხელი შევუშალოთ მიუტევებელი, მიუღებელი მოვლენების გამეორებას. მეხსიერება არის ის, რაც ადამიანებს ცხოველებისგან განასხვავებს. ჩვენ განგვასხვავებს მეხსიერება და იმის ამოცნობის უნარი, თუ სად შეგვეშალა, სად დავაშავეთ; ჩვენ განგვასხვავებს წარსულის დანაშაულებისა და ბრალის აღიარების უნარი, უნარი სინანულისა და სწავლის. დამახსოვრება და გამძლეობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვერასდროს ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ინდიფერენტულობა, უმეცრება, სისუსტე და შეუწყნარებლობა კიდევ არ იმძლავრებს, – იმძლავრებს მაშინ, როცა საზოგადოება იკეტება და უკუაგდებს სხვას, სხვის აზრს, სხვა კულტურას, რასასა და რელიგიას.
გამძლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება და დემოკრატია მაღალი ღირებულებებია, უეცრად ანტისემიტიზმის, რასიზმის, დისკრიმინაციის სენი ვრცელდება.
სიძულვილის ენამ მოულოდნელი მოკავშირე შეიძინა სოციალური მედიის სახით. სოციალურ მედიაში ხომ ანონიმურობა და უპასუხისმგებლობა ნებას რთავს იმას, რისი გამოხატვაც არ უნდა იყოს ნებადართული ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ღირსების ფასად. ანტისემიტიზმის არარსებობა არ შეიძლება, თავისთავად, სიამაყის გრძნობას გვიჩენდეს, – ისევე, როგორც არ შეიძლება, ვინმემ იამაყოს იმით, რომ ის კრიმინალი ან ქურდი არ არის. მაგრამ ჩვენ, ქართველებმა შეგვიძლია, ვიამაყოთ სხვა რამით – ქართველებსა და ებრაელებს, ვიტყოდი – ქართველებსა და ქართველებს შორის არსებული კავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა რასობრივი, ეთნიკური თუ რელიგიური დისკრიმინაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა ჩვენი იდენტობის ნაწილი გახდა, მეოთხე საუკუნიდან კი იგი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
რელიგიას არასდროს დავუნაწევრებივართ, პირიქით, ის ურთიერთპატივისცემისა და მრავალფეროვნების განმსაზღვრელი იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის გამოსვლის სრული ტექსტიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა განთავსებული.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24