პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირი საქართველოს პრინციპული და მტკიცე მხარდამჭერია

23.01.20 10:45


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის დაკეტვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

მისი თქმით, ამ საკითხში ევროკავშირი საქართველოს პრინციპული და მტკიცე მხარდამჭერია.

“ადმინისტრაციულ ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირი საქართველოს პრინციპული და მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა მოვლენას, კერძოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სპეციალური წარმომადგენლების, მათ შორის ჩემი პირადი მუშაობით. ბოლო 6-7 თვის მანძილზე შეშფოთებულები ვართ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკეტვის გამო.

ჩვენ განვაგრძობთ გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის საკითხის წინ წამოწევას, რადგან ვხედავთ იმ ნეგატიურ შედეგებს, რომელიც ამ რეგიონში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე აისახა. ჩვენი პრინციპები ძალიან მკაფიოა როდესაც საქმე ამ საკითხზე ჩართულობას ეხება,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები