პოლიტიკა

უმკაცრესი გზავნილი დასავლელი პარტნიორებისგან - ოპოზიცია ივანიშვილს პროდასავლური პოლიტიკის ჩამოშლაში ადანაშაულებს

23.01.20 13:40


ხელისუფლების ოპონენტები დასავლელი პარტნიორების მკაცრ კრიტიკას ეხმაურებიან. ოპოზიცია ივანიშვილს პროდასავლური პოლიტიკის ჩამოშლაში ადანაშაულებს.

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ოლიგარქმა ღია თამაში დაიწყო, როცა ანაკლიის პროექტი დაასამარა. რითაც თქვა, რომ შავ ზღვაზე მისთვის პრიორიტეტი რუსეთია.

ხელისუფლების მოწინააღმდეგეები თანხმდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებებით, ინვსეტიციების შემოდინებას ხელი შეუშალა, ქვეყანა კი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარაა.

"ჩვენ გვჭირდება დასავლური ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის განავითარებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის გასაზრდელად. ამერიკელი ანალკიტიკოსები, ისევე როგორც კონგრესმენები პირდაპირ აცხადებენ, ეკონომიკს განვითარებას და ინვესტიციებს ხელს უშლის ივანიშვილის პოლიტიკა და შესაბამისად ივანიშვილი პირადად პასუხისმგებელია იმაზე, რომ დღეს საქართველოში ნებიუსმიერი მოქალაქე იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ამიტომ ქვეყანაში კეთილდღეობის გასამყარებლად ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

"ევროპულ საქართველოში" კი ამბობენ, რომ ის რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობის უკან წაღებით და საზოგადოებაზე ძალადობით, ოპონენტების დევნითა თუ სხვა, არამხოლოდ ქართულ საზოგადოებას არამედ სტრატეგიულ მოკავშირეებსაც აწუხებთ.

"წვავე კრიტიკაზე ქართული ოცნების რეაქცია გვარწმუნებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ძალიან დასუსტებულია"- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ხელისუფლებაში კი აღნიშნავენ, რომ ეს ცალკეული კონგრესმენების რეაქციაა.

"ზოგიერთი კონგრესის წევრი შესაძლოა გარკვეულად სხვა ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას"- ამბობს ანრი ოხანაშვილი.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები