პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი ან...

23.01.20 14:00


„შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. მისივე თქმით, ზოგიერთი კონგრესმენი შესაძლოა, ისეთ მოსაზრებას აჟღერებდეს, რომელიც ობიექტურობას მოკლებულია.

„ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. კონგრესის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა, მოკლებული იყოს ობიექტურობას. ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობაა საჭირო, თუმცა, ერთი რამ არის ხაზგასასმელი - აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხვდებოდა საქართველო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომლის მიმართაც ამერიკა მხარდაჭერას ახორციელებს, თუკი საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას. გარდა ამისა, აშშ-ის ორპარტიულ დოკუმენტში საქართველოზე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკისთვის. ვერ მოხვდებოდა ამ ორპარტიული დოკუმენტის ინიცირება, თუკი საქართველო არ ადგას დემოკრატიული განვითარების გზას და არ ახორციელებს რეფორმებს.

შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, ამ კონგრესმენებთან ჩვენ ვითანამშრომლებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველას, მათ შორის მათ, მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები