საზოგადოება

150 სკოლაში "Minecraft Education Edition"-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

23.01.20 15:20


განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის Microsoft-ის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე, სკოლებში "Minecraft Education Edition“ სექტემბერში საპილოტე დანერგვასა და Microsoft-ის კომპიუტერული ლაბორატორიების ჩამოყალიბებაზე.

მაიკროსოფტის "Minecraft"-ის განყოფილების წარმომადგენლებმა მინისტრის ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვით სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა "Minecraft Education Edition“ დაინერგება, რაც სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის.

მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა დაიწყონ ქართულ მხარესთან.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები