პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს შეხვდა

23.01.20 17:00


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იერუსალიმში სამუშაო ვიზიტისას ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, სტევო პენდაროვსკისთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხზე იმსჯელეს.

მათვე ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და საქართველო - რუსეთის ურთიერთობებით დაინტერესდა.

„საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას რუსული მცოცავი ოკუპაციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურებაზე და ჩრდილოეთ მაკედონიის მხარემ საქართველოს საელჩოს გახსნისა და ელჩის დანიშვნის სურვილი გამოითქვა. პრეზიდენტებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები