პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი მაიკ პენსის სიტყვებს ავრცელებს - საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ

24.01.20 11:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში, მსოფლიოს 45-ზე მეტ ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად მონაწილეობს ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმში სახელწოდებით – „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“.

სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მსოფლიო ლიდერებთან ერთად ფორუმის ფარგლებში გადაღებული ფოტოები, მათ შორისაა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაიკ პენსმა შემდეგი სიტყვებით მიმართა: „საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ“.

„ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის“ ,- წერს სალომე ზურაბიშვილი.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები