საზოგადოება
24.01.20 11:30
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ძველი ავტობუსების ახალი ტრანსპორტით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება.
ყვითელი ავტობუსები “ISUZU”-ს მარკის ახალი ავტობუსებით 4 მარშრუტზე ჩანაცვლდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ავტობუსების სამარშრუტო ხაზზე გასვლის პროცესს, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, ზღვისუბნის მაჟორიტარი თამარ ტალიაშვილი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი (დიღმის მასივი) თარაშ შურღაია და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი ვლადიმერ ძნელაძე სამაჟორიტარო ოლქებში აკვირდებოდნენ.
დეპუტატებმა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრეს.
თბილისის საკრებულო საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, ავტოპარკის განახლების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რომლის მიზანი ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებაა.
„მინდა, ვაშლიჯვრის მოსახლეობას ახალი ავტობუსების ხაზებზე გასვლა მივულოცო. დღეიდან, ადგილობრივი მოსახლეობა, ევროსტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით იმგზავრებენ. ჩანაცვლების პროცესი მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. მუნიციპალური ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება. დედაქალაქის მთავრობის მიზანი, თბილისში არსებული ავტოპარკის სრულად განახლებაა“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის განცხადებით კი, მუნიციპალური ავტოპარკი ზღვისუბანში თითქმის სრულად განახლდა. ძველი ავტობუსები ამ ეტაპზე მხოლოდ ორ ხაზზე მოძრაობენ და მათი ჩანაცვლება წლის ბოლომდე მოხდება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, ზღვისუბანში უკვე ხუთ ხაზზე ჩანაცვლდა ავტობუსები. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ერთი მხრივ, მოქალაქეთა სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ, კი გარემოზე ზრუნვას. ზღვისუბანში ორ ხაზზე დარჩა ძველი ავტობუსები, რისი ჩანაცვლებაც 2020 წლის დასრულებამდე მოხდება“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული "ISUZU"-სა და 90 ერთეული "MAN"-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24