პოლიტიკა

სპეცოპერაცია გლდანში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

24.01.20 11:45


თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

ადგილზე პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები გვიანობამდე მუშაობდნენ. თვითმხილველის თქმით, პოლიციამ მსუბუქი ავტომობილი გააჩერა, მოგვიანებით კი მათ ერთი პირი დააკავეს.

"ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ განმარტებას ელოდება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები