პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი - სტანდარტი, რომელიც საპროკურორო საბჭომ დადო, არის ძალიან მაღალი

24.01.20 12:00


სტანდარტი, რომელიც საპროკურორო საბჭომ დადო, არის ძალიან მაღალი, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს ფარგლებში დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრებიან.

,,ჩვენ ვუზრუნველყოფთ საპროკურორო საბჭოს ფარგლებში კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას, დღეში ორ კანდიდატს გავესაუბრებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაიდება ამ გასაუბრების აუდიო-ჩანაწერები, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემა.

იმისთვის, რომ როგორც პროფესიულ წრეებს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა თვალყური ადევნოს ამ პროცესს. ეს პროცესი როგორც დაიწყო გამჭვირვალედ ისევე გაგრძელდეს და ეს არის საჯაროობის, ღიაობის ძალიან მაღალი სტანდარტი,” - განაცხასა ანრი ოხანაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები