პოლიტიკა

დავით ბაქრაძე - კელი დეგნანს ვუსურვებ დიდ წარმატებას ორი ერის სასარგებლოდ, ველი საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

24.01.20 12:20


ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე კელი დეგნანს საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე საქმიანობის დაწყებას ულოცავს.

როგორც ბაქრაძე „ფეისბუქზე“ წერს, ის დაესწრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დეგნანის ფიცის დადების ცერემონიას.

„ვულოცავ კელი დეგნანს ელჩის თანამდებობაზე საქმიანობის დაწყებას.

მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ახალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიას. ვუსურვებ მას დიდ წარმატებას ორი ერის სასარგებლოდ, ველი საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“,- წერს დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის, კელი დეგნანის ფიცის დადების
ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 17 იანვარს გაიმართა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები