პოლიტიკა

ნინო ლომჯარია წულუკიანს ფარულ თვალთვალში ადანაშაულებს და მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დავას იწყებს

24.01.20 12:40


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ფარულ თვალთვალში ადანაშაულებს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ კომფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროების გამო მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას გეგმავს.

როგორც ირკვევა, იუსტიციის სამინისტრომ, სახალხო დამცველთან შეთანხმების გარეშე მატროისოვის ციხეში ლომჯარიასა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

ეს მაშინ, როცა შეხვედრა კონფიდენციალური იყო.

"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით, საქართველოს სახალხო დამცველის ნებისმიერი სახის ურთიერთობა პატიმრებთან კონფიდენციალურია და დაუშვებელია რაიმე ტიპის მიყურადება, თვალთვალი. იუსტიციის მინისტრმა კი დაარღვია კანონი, ჩაიდინა დანაშაული და მისი უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდდა ჩემი შეხვედრის დეტალები. მან აიძულს ეს სამსახური ჩაედინათ დანაშაული. აუცილებლად დავაყენებ მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს არის დაანაშაული"- ამბობს ლომჯარია.

ნინო ლომჯარიას ციხეში შესვლაზე განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. მათი თქმით, სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მე-9 დაწესებულებაში მსჯავრდებულები ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და კახაბერ ნაკანი მოინახულეს.

თავად ნინო ლომჯარიამ პენიტენციური სამსახურის განცხადება უარყო კონკრეტული პატიმრების ნახვაზე. მე-9 დაწესებულებიდან გამოსულ ომბუდსმენს ჟურნალისტები დახვდნენ, სწორედ მათ უთხრა ომბუდსმენმა, რომ კონფიდენციალურია იმ პატიმართა ვინაობა, ვინც მოინახულა.

ომბუდსმენის თქმით, ამ ინფორმაციას მომავალ კვირას სტრასბურგში საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდის.

"ის, რაც დღეს ხდება ქვეყნის სირცხვილია. მე არ დავუშვებ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სამარცხვინო რამ ხდებოდეს და ვინმე სახალხო დამცველის ინსტიტუტს ასე ექცეოდეს"- თქვა ლომჯარიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები