საზოგადოება

ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება

24.01.20 13:40


ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომებზე დასწრებას აღარ აპირებს და მხოლოდ განაჩენის გამოცხადებაზე მივა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ის მიხეილ კალანდიას პროცესს ესწრებოდა, რა დროსაც მასსა და დაცვის მხარეს შორის დაპირისპირება მოხდა. ზაზა სარალიძემ მათ ფოტოები შეაყარა და სხდომა დატოვა.

"ამიხსენით, რაზე მელაპარაკებით, კანონმა მითხრა, 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო, რა კითხვებს მისვამთ. რა მნიშვნელობა აქვს, თუ გამოუშვებენ, 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან, ეს არის გარიგება?

შთამომავალი, რომელიც მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინა, რა კითხვა გაინტერესებთ რა პასუხი გინდათ“, - მიმართა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.

დარბაზის დატოვებამდე მან განაცხადა, რომ აგრესია უფლებადამცველების მისამართით მათმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, რომ ის შვილის მოკვლის ღირსი იყო.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდიას დათუნა სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები