პოლიტიკა

"ეს არის უფლებამოსილების გადაჭარბება, მოვითხოვთ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება"- ევროპული საქაქრთველო იზორიას სკანდალზე

24.01.20 14:00


"ევროპული საქართველო" თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას დაკავებისა და შემდეგ ძალოვანების ჩარევის შედეგად მის გათავისუფლებას სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება.

ირმა ნადირაშვილის თქმით, "ვროპული საქართველო" საქმის გამოძიებას და იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებიც დანაშაულის დაფარვაში იყვნენ ჩართული.

"კადრები რომელიც ჩვენ ვნახეთ, ზუსტად ხსნის რატომ არის დღეს დემორალიზებული პოლიცია და რატომ ვერ ახერხებს ის თავისი მთავარი კოვალეობების შესრულებას - კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. კადრები, რომელიც ვნახეთ, ადასტურებს, როგორ აქვს მიტაცებული ივანიშვილს და მის ჩინოვნიკებს სახელმწიფო. ეს კადრები ადასტურებს, რომ თუ ემსახურები ივანიშვილს კარგად, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები და ნათესავები თავზე დაასვა მთელ პოლიციას, ქვეყანას და მოქალაქეებს",-თქვა ირმა ნადირაშვილმა

მისივე შეფასებით, ჩვენ სახეზე გვაქვს, სულ ცოტა, უფლებამოსილების გადაჭარბებება. ვითხოვთ, რომ აუცილებლად დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაგვცენ კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და დააკავეს ადამიანი, რომელიც მათი აზრით და კადრებიდანაც ჩანს, რომ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, აიძულეს, რომ დანაშაული ჩაედინათ და სამართალამცველებს სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინათ. ამაზრზენი იყო, როდესაც ვხედავდით პატრულის მაღალჩინოსნები როგორ უხდიდნენ ბოდიშს იზორიას ძმას და იზორიას პირად მძღოლს. ეს იყო დამამცირებელი კადრები თითოეული მოქალაქისთვის და პოლიციისთვის. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ საკითხზე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ამ დანაშაულის დაფარვაში, იყოს გამოვლენილი და სათანადოდ დასჯილი",-თქვა ირმა ნადირაშვილმა.

მთავარმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ადმინსტრაციული წესით თაცდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას. ჩარევის შემდეგ იზორიას ათავისუფლებენ. კადრები 2014 წელსაა გადაღებული, ლევან იზორია ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები