პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის წარმატებული ქალები საქართველოში მოიწვია

24.01.20 17:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ლიდერ და წარმატებულ ქალებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც მედიის, გასართობი ინდუსტრიის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის სოციალური და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა საქართველოშ სხვადასხვა სექტორის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საჭირო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონულ განვითარებაზე, ტურიზმზე და სამედიცინო-სარეაბილიტაციო მედიცინის მიმართულებებზე.

სალომე ზურაბიშვილმა სტუმრები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პოტენციალის უკეთ გაცნობისა და შესაბამის ქართველ პარტნიორებთან დაკავშირების მიზნით საქართველოში მოიწვია.

სტუმრებმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საზოგადოებრივ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები