პოლიტიკა
27.01.20 10:30
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.
ამასთან, 30 იანვარს ვენაში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე წარდგება.
დავით ზალკალიანი წარადგენს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს.
ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეროვნულ დონეზე შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.
ასევე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter). გარდა ამისა, გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.
ამასთან, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტიც ჩადის. 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტი გამოსვლაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე ისაუბრებს.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
18:0018.03.24
-
17:4018.03.24
-
17:2018.03.24
-
16:4818.03.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
16:2018.03.24
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
15:5718.03.24
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15:3018.03.24
-
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება
15:0518.03.24
-
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო
14:4618.03.24
-
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება
14:2018.03.24
-
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
14:0018.03.24
-
13:3418.03.24
-
13:0018.03.24
-
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
12:4118.03.24
-
12:1018.03.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს
11:0018.03.24
-
10:3518.03.24
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
10:0018.03.24
-
აზერბაიჯანის მართლმადიდებლობა ‘სამ რომს’ შორის. მცხეთა უახლოესი ალტერნატივაა...
18:5015.03.24
-
17:2015.03.24
-
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:0015.03.24
-
16:4315.03.24
-
16:3215.03.24
-
16:1515.03.24
-
15:5315.03.24
-
15:0315.03.24
-
სუს-მა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა
14:2415.03.24
-
ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა
13:5815.03.24
-
2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა დღეიდან დაიწყო
13:2215.03.24
-
შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრს, დენიელ რიშს შეხვდა
12:5915.03.24
-
11:3615.03.24
-
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა
11:0015.03.24
-
10:4015.03.24
-
ტურისტული სექტორისთვის ახალი ონლაინ პორტალი შეიქმნა
10:0815.03.24
-
18:0014.03.24
-
ირაკლი ნადარეიშვილი: კაპიტალის ბაზრის რეფორმა შემდგომ, მეტად აქტიურ ფაზაში გადავიდა
17:4514.03.24