პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს ელჩი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

27.01.20 11:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე განათლებისა და კულტურის დარგში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, მარი როისს, შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა განიხილეს, მათ შორის ისეთი მიმართულები როგორიცაა: განათლება, კულტურა, სამოქალაქო ინტეგრაცია და ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის უფლებების დაცვა.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს მომავალი სამუშაო წლისათვის პრიორიტეტულ ერთობლივ პროგრამებზე. ​

სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ასევე გაიმართა ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაც.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები