პოლიტიკა

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

27.01.20 12:20


20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება."ნაციონალურრი მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სხდომას არ ესწრება.

ნიკა მელიას აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს და შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელია.

„რიგითი სასამართლო პროცესია, მიმდინარე. 20 ივნისთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ამ სასამართლო პროცესებს არ ვესწრები, ვარ გამოძევებული მოსამართლის მიერ. არ ვიცი, ეს პროცესი არის ხანგრძლივი, ვინაიდან ბევრი მოწმე არის დასაკითხი და როცა არ უნდა დამთავრდეს, ამ ხელისუფლების პირობებშიც რომ დამთავრდეს, გამამტყუნებელი განაჩენს მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლეც კი ვერ გამოიტანს. იმიტომ, რომ მტკიცებულება არ არსებობს, რომელი სახელმწიფო გადატრიალება და ძალადობრივი შტურმი პარლამენტის, ამას მტკიცებულებები სჭირდება და ეს მტკიცებულებები არ არსებობს ბუნებაში. შესაბამისად, საქმე აღძრულია იმისათვის, რომ რამენაირად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეეზღუდათ ისევე, როგორც ძალიან ბევრი პოლიტიკური ოპოზიური პარტიის ლიდერი შეზღუდეს. პასპორტი ჩამომართვეს, მანდატი ჩამომართვეს, მიტინგზე სიტყვით გამოსვლის უფლება ჩამომართვეს, სამაჯურით დამაჯილდოვეს, სახლში რაღაც აპარატურა დადგეს და რა შეიცვალა ამით. ეს არის პროცესი პროცესისთვის“, – აცხადებს ნიკა მელია.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები