პოლიტიკა

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

27.01.20 12:40


თბილისის საკრებულოსთან ხმაურია.

ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი ლიდერები.

აქციის მონაწილეები სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ საკრებულოს შენობის კედლებზე, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს კი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ამ წუთებში ოპოზიციონერი ლიდერები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ.

"თქვენ როგორც იცით პარლამენტის წევრს უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში. საკრებულო დღეს ციხე-სიმაგრესავით არის გადაქცეული. მესამე შესასვლელეთან მოვედით და ყველა შესასვლელთან გვეუბნებიან, რომ სხვა შესასვლელიდან შეგვიშვებენ. რეალურად კი ციხე-სიმაგრესავით აქვს გადაქცეული ეს შენობა ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილი ემალება საკუთარ ხალხს, გამომდინარე იქიდან რომ იცის მოახლოებულია მისი პოლიტიკური დასასრული",- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები