პოლიტიკა

სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა? - რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში

27.01.20 13:00


გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა. მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, ექიმების უარის თქმის მიზეზი სპეციალური სამოსისა და აღჭურვილობის არქონაა.

ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ არც ერთ თანამშრომელს პროტესტი არ გამოუთქვამს.

თიკარაძის უწყება ირწმუნება, რომ სასწრაფოს თანამშრომლები, რომლებიც აეროპორტში მუშაობენ, უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულები არიან.

სასწრაფოს თანამშრომელს პერსონალური დაცვისთვის c დონის სამოსი (სასწრაფოს ფორმა) აცვია და ამ ეტაპზე რაიმე სხვა დამატებით ზომების მიღების საჭიროება არ დგას.

„ჯერჯერობით სხვა საჭიროება არ დგას და ამიტომაც აცვიათ ეს ტანსაცმელი. საქართველო არის მწვანე ზონაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა სხვა ზომები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივიღებთ. ყველა ნაბიჯი მათთან კომუნიკაციის მიხედვით არის შეთანხმებული.

სასწრაფოს თანამშრომლებს აღჭურვილობაში აქვთ პირბადე, აცვიათ c დონის ტანსაცმელი, რომელიც პერსონალური დაცვისთვის არის გამოყენებული. ყოველი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებული,“- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები