პოლიტიკა

ხმაური სასამართლოში - ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

27.01.20 14:20


ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ერგასლან ლომაძეს კი წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა დაეკისრა. ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილე არჩილ ვანაძე კი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე გასული წლის 30 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად ერთი მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები