საზოგადოება

ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

27.01.20 15:40


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი საქართველოში იტალიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

"შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში თხილის წარმოების პოტენციალზე და თხილის სექტორის განვითარებაში კომპანიის „Ferrero“ როლზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მეხილეობის, როგორც ტრადიციული აგრარული დარგის მნიშვნელობაზე და მეწარმეების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ისაუბრეს", - აცხადებენ სამინისტროში.

"2020 წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას ისეთი მასშტაბის გამოფენაში, როგორიცაა მცენარეთა, ტექნოლოგიების და მომსახურების საერთაშორისო გამოფენა ახალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოების, კონდიცირების, ვაჭრობისა და ტრანსპორტირებისთვის - Macfrut, რაც ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს ქართული პროდუქცია მსოფლიოს გააცნონ", - განაცხადა მინისტრმა.

იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები