პოლიტიკა

კონსტანტინე კოსაჩოვი: სამწუხაროა, რომ ანკარა ნატოში საქართველოს სწრაფ შესვლას უჭერს მხარს

27.01.20 16:40


რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩოვის, თქმით, სამწუხაროა, რომ თურქეთი ნატოში საქართველოს შესვლას უჭერს მხარს.

ამის შესახებ კოსაჩოვმა აზერბაიჯანულ გამოცემას განუცხადა.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოვება, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სცდება და ჩვენ ამგვარი სცენარის განვითარებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. რაც შეეხება თურქეთს, მე, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის იდეალიზებას არ მოვახდენდი. ამ ქვეყანასთან ურთიერთქმედება ვისწავლეთ სხვადასხვა საკითხების მოგვარების ჭრილში, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ასპექტებში ჩვენი ქვეყნები ერთიანი პოზიციებით გამოდიან. ჩვენს ურთიერთობებში არსებობს მწვავე საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. თუ ანკარა ნატოში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას უჭერს მხარს, ეს სამწუხაროა, რადგან 2008 წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს უპასუხისმგებლო დაპირებები, თავბრუს ახვევს ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარებას ამწვავებს“, – აღნიშნა კოსაჩოვმა.

23 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, დავოსში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ საჭიროა საქართველო ალიანსში გაწევრიანდეს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსნაირი მოკავშირე სჭირდება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები