პოლიტიკა
28.01.20 10:00
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ლიეტუვის დეპუტატის შეკითხვაზე, კონფლიქტებთან მიმართებაში ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების საკითხთან დაკავშირებით, მინისტრმა ეროვნულ დონეზე უპასუხა და გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება გაუარესდა, სამწუხაროდ, ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის პროცესი გრძელდება”, - განაცხადა მინისტრმა.
ზალკალიანმა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც ახსენა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება.
„ახლაც კი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს პროცესი გრძელდება. ასევე მინდა, გავიხსენო გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევა, როდესაც ექიმი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან პაციენტს სტუმრობდა, დააკავეს, რაც შემაძრწუნებელი ფაქტი იყო. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციაა, რასაც ვაკეთებთ მუდმივად, თქვენი დახმარებით, სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ჩარჩოს გამოყენებით, ეს უნდა გავაგრძელოთ“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, აუცილებელია გაძლიერდეს ზეწოლა იმ ძალაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და ეს არის რუსეთის ფედერაცია.
„უნდა გავზარდოთ ზეწოლა იმ ძალაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა – ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელთანაც ასევე ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება. ბოლო მაგალითი არის ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონი, სადაც კიდევ ერთხელ დაირღვა საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპები – გადაადგილების თავისუფლება. ამ გამოწვევას ვაწყდებით ორივე რეგიონში, რომელიც არის ოკუპირებული. აფხაზეთში, გალის რაიონში, სადაც ეთნიკურ ქართველებს აიძულებენ, უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. მათ არ აქვთ საშუალება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათ არ აქვთ წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებთან და ეს ხდება ოცდამეერთე საუკუნეში, რაც მიუღებელია. ეს უნდა განიხილონ ყველა საერთაშორისო ფორმატში. ერთადერთი ინსტრუმენტი ამაზე საპასუხოდ არის მუდმივი საუბარი აღნიშნულ საკითხზე და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ არალეგალურ აქტივობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას, რათა მან გააგრძელოს ეს არალეგალური აქტივობა“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24