პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური იტალიის ელჩს შეხვდა

28.01.20 11:00


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.

ვახტანგ გომელაურმა ენრიკო ვალვოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

"შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და იტალიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს", - აცხადებენ უწყებაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები