საზოგადოება

ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმის ინციდენტს უმნიშვნელოს უწოდებს

28.01.20 12:40


შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ლევან იზორიას ძმის ინციდენტს უმნიშვნელოს უწოდებს.

მისი თქმით, იზორიას ძმა სამართალდამცველს არ აგინებს, შესაბამისად, მისი დაკავების საფუძველიც არ ყოფილა.

გომელაური აქვე უარყოფს, რომ პოლიციელზე, რომელიც ინციდენტში ფიგურირებს, 6 წლის განმავლობაში ზეწოლა ხორციელდებოდა.

„იქ არ მიდის არც ხელის შეხება, არც გინება, ასეთი პრეცედენტი ხდება ძალიან ბევრი, თუნდაც აქციების დროს, ამაზე ათჯერ უფრო მძიმე თემები ხდება, რომელზეც არ ვაკავებთ.

რა თქმა უნდა ეს არასასიამოვნო იყო, აგრესიული გახდა ეს ადამიანი, ვიდეოს წინ რა უძღოდა, ეს არ ჩანს, რატომ გახდა ეს ადამიანი ასეთი აგრესიული?!

ეს პრეცედენტი 6 წლის წინ მოხდა, ამას შენახული ჰონდა, თუ რა იყო, მე ნამდვილად არ ვიცოდი, არც მახსოვდა ეს დვალიშვილი იყო, თუ სხვა გვარი. რაც შეეხება დევნას, რეფორმა ჩატარდა საპატრულო პოლიციაში და ამ ადამიანს უწევდა გადასვლა სხვა თანამდებობაზე. ეს ჩვეულებრივი თემაა, ხვალ შეიძლება დამიძახონ და მითხრან, რომ მინისტრის მოადგილე უნდა ვიყო. გადაწყვეტს პრემიერი, მთავრობა და მე უნდა გადავიდე, კი არ უნდა გამოვვარდე ჩანაწერებით, ეს არასწორია რა თქმა უნდა. თუ ამან ნახა, რომ დანაშაული იყო, ის ვალდებული იყო წაეღო ან გენისპექციაში, ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა.

ვინ დევნიდა, 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი, 1 წლის წინ მეუღლე დაუსაქმეს, არავის ხელი არ შეუშლია, ეს ადამიანი ზეწოლის ქვეშ რომ ყოფილიყო, იმუშავებდა კიდევ?“, - აცხადებს შს მინისტრი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები