პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი - ჩვენ უკვე ვემზადებით, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ

28.01.20 13:00


ჩვენ უკვე ვემზადებით, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრის თქმით, ახალი ინტერესთა გამოხატვის შედეგად შეირჩევა ინვესტორი, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი და გამოცდილება ექნება.

„ამ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვის პირობებზე ვმუშაობთ. წინა ინტერესთა გამოხატვა 2014 წელს იყო გამოცხადებული, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ბანკებთან, რომლებიც შესაძლოა, მომავალშიც მოიაზრებოდნენ ანაკლიის პროექტის დამფინანსებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებს, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გამორიცხავს ნებისმიერი სახის პრობლემებს და სანქციებს, რომელზეც ოპოზიცია აპელირებს და მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, რომ კონგრესმენებს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები