პოლიტიკა

2018 წელს ჩემს დაბრუნებაზე ოპოზიციაში კონსენსუსი არ იყო – სააკაშვილი

28.01.20 14:20


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2018 წელს ოპოზიციაში მის საქართველოში ჩამოსვლაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. ამის შესახებ სააკაშვილმა პოლიტიკურ ბარ “პარლამენტში” კიევიდან ჩართვისას განაცხადა:

“მე მუხრუჭები საერთოდ რომ არ მაქვს, ეს უკარაინაში ორჯერ დაბრუნებით დავამტკიცე. რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნება ჩემი დიდი გეგმაა.

რატომ არ გავაკეთე აქამდე?! იმიტომ რომ ეს ბევრ რამეს გამოიწვევდა: სისხლისღვრას, მათ შორის რუსეთის სხვანაირ ქმედებებს, შიდააშლილობას მათ შორის ოპოზიციაში, რადგან 2018 წელს სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო თუ არა ამაზე კონსესუსი არ იყო”, – აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ საქართველოში დაბრუნება მისი დიდი სურვილია და ამისთვის მზად არის.

როგორც ცნობილია, საქართველოდან წასვლის შემდეგ ექსპრეზიდენტი პერიოდულად აანონსებს საქართველოში დაბრუნების გეგმას.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები