პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

28.01.20 14:40


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზეც გაამახვილა და SNGP - ის განვითარებაში იტალიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

"შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამხედრო განათლების სფეროში იტალიის წვლილს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება", - აცხადებენ სამინისტროში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები