პოლიტიკა

ჰენდრიკ დამსი - მოხარული ვარ საქართველოს პრეზიდენტის მიღებით, ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა

28.01.20 17:20


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეული პრეზიდენტი ჰენდრიკ დამსი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას საინტერესოს უწოდებს.

შეხვედრის შემდეგ საუბრისას, ჰენდრიკ დამსმა ევროსაბჭოსთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

ჰენდრიკ დამსის განცხადებით, მინისტრთა კომიტეტი საქართველოს თავმჯდომარეობით, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, საპარლამენტო ასამბლეა ერთობლივად იმუშავებენ და ეს თანამშრომლობა მომავალში მნიშვნელოვანია.

დამსის თქმით, მეორე საკითხი ეხება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის იმ პრიორიტეტს, რომელსაც „ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა“ წარმოადგენს.

„მოხარული ვარ საქართველოს პრეზიდენტის მიღებით. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. მე ყურადღებას გავამახვილებ ევროსაბჭოსთვის მნიშვნელოვან ორ საკითხზე, საქართველოს თავმჯდომარეობის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით ძალიან პროდუქტიულები ორ საკითხზე, მე ამის მჯერა. პირველი ეხება იმას, რომ ამ ინსტიტუტმა დაამტკიცა, სხვადასხვა უწყებებს შეუძლიათ ერთობლივად მუშაობა. დღეს ჩვენს დღის წესრიგშია საკითხი, რომელიც ეხება ერთობლივ პროცედურას. ეს ძალისხმევა მიმართულია თანამშროლობისკენ, რაც ნიშნავს, რომ მინისტრთა კომიტეტი საქართველოს თავმჯდომარეობით, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და საპარლამენტო ასამბლეა ერთად იმუშავებენ და ეს თანამშრომლობა მომავალში მნიშვნელოვანია. მეორე საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, ეხება გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების ურთიერთკავშირზე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტს, რომელიც ბევრ ქვეყანას გათვალისწინებული აქვს ეროვნულ დონეზე.

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში თებერვალსა დ მარტში გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია ამ საკითხზე. და როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მე ამას მივესალმები“,- განაცხადა ჰენდრიკ დამსმა.

ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართველი დიპლომატებიც ახსენა და მათთან მუშაობის გამო, კმაყოფილება გამოთქვა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა თქვენი ხალხის უკიდურესად კარგი მუშაობისთვის, ვგულისმხობ, რომ თქვენ გყავთ ფანტასტიური ელჩი და ძალიან კარგი, ფანტასტიური საგარეო საქმეთა მინისტრი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანებთან მუშაობის საშუალება მომეცა“ ,- განაცხადა ჰენდრიკ დამსმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები