პოლიტიკა

საქართველო მაისში რუსეთის დელეგაციას მიიღებს, რომელსაც, სავარაუდოდ, ლავროვი უხელმძღვანელებს - РИА Новости

28.01.20 18:00


ევროსაბჭოს ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მაისში საქართველო მზადაა, რუსეთის დელეგაცია მიიღოს, - ამის შესახებ სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

14-15 მაისს თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა შეხვედრაა დაგეგმილი.

როგორც "რია ნოვოსტი" წერს, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციას, როგორც წესი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელოს.

"საქართველო მიიღებს ევროპის საბჭოს ქვეყნების დელეგაციებს და ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს გადააბიჯოს საკუთარ საკანონმდებლო აქტს, რომელიც უკრძალავს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხდება თბილისის გავლით. ეს კანონი ("კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"-რედ.) შესაძლოა შეხებოდა რუსეთის დელეგაციის ზოგიერთ წევრს, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში გამოსვლისას.

"ეს ადვილი არ იქნება და ამას ადვილად არ მიიღებს ქართველი ხალხი, მაგრამ ეს არის ის, რასაც გავაკეთებთ, რადგან ორგანიზაციის (ევროპის საბჭოს-რედ.) პრინციპებს ვცემთ პატივს", - დაამატა ზურაბიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები