პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი დუნია მიატოვიჩი მიმდინარე წელს საქართველოს ეწვევა

29.01.20 11:00


ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი დუნია მიატოვიჩი მიმდინარე წელს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმებთან და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

შეხვედრაზე, რომელიც სტრასბურგში, პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტისას გაიმართა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში და აღნიშნეს, რომ სიძულვილის ენის შეზღუდვა არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში მოიწვია.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები