საზოგადოება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება

29.01.20 12:00


10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს დაავალა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ და ადგილზე საინფორმაციო ჯიხურები განათავსონ.

„ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით გასულ წელს ორი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ. ეს არის კოტე აფხაზის ქუჩა და ორბელიანის მოედანი მიმდებარე ქუჩებით. რეფორმა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება განვახორციელოთ, ბარათაშვილის ქუჩაა. 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვთხოვ, მოსახლეობის სრული საინფორმაციო უზრუნველყოფა მოახდინონ. ასევე, განვათავსოთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიიღონ.

პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იქნება, თუმცა მათ საკუთარი ავტომობილები შესაბამის პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ.

თუ საჭირო იქნება, დავბეჭდოთ საინფორმაციო ბუკლეტებიც და მოსახლეობას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბარათაშვილის ქუჩაზეც უფასო იქნება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები