საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექტორებისთვის ტრენინგი გაიმართა

29.01.20 12:20


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტის რეგიონებში მომუშავე ინსპექტირებისთვის ტრენინგები გაიმართა ქ.ქუთაისა და ქ.ბათუმში.

"ტრენინგები მიზნად ისახავდა საქართველოში ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის, ასევე ლაქებსა და საღებავებში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის კუთხით დაგეგმილი ევროპული მოთხოვნების გაცნობას და მათი აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერებას. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოფს ბენზინის შენახვა დისტრიბუციიდან და ლაქ-საღებავების გამოყენებიდან აონ-ების გაფრქვევების და მისგან წარმოქმნილი მიწისძირა ოზონის კონცენტრაციის შემცირებას", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპელი და ქართველი ექსპერტები, რომელთაც ინსპექტორებს გააცნეს აონ-ების გაფრქვევის შემცირების მიზნით დაგეგმილი მოთხოვნიების საკანონმდებლო საფუძვლები და გაუზიარეს ინსპექტირების საუკეთესო თანამედროვე ევროპული გამოცდილება.

"მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაციების შემოღება, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებებით ევროპული სტანდარტების დაწესებას, ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

ტრენინგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘’მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულების განხორციელების” ფარგლებში გაიმართა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები