პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე კახა კალაძეს მიმართავს

29.01.20 16:40


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს, რომლისთვისაც ჭიჭინაძის შეფასებით, კონგრესმენების „ტონი და განცხადებები მიუღებელი“ აღმოჩნდა.

„როგორც კი, ლაგოდეხელი მაჟორიტარი, გურამ მაჭარაშვილი, ტეხასელ კონგრესმენ ოლსენს „ცნობიერებას აუმაღლებს“, ამდენი პრობლემები ალბათ აღარ შეგექმნებათ, ბატონო კახა.

მაგრამ მე ის მაინტერესებს, თქვენ ცნობიერებას ვინ აამაღლებს, მოსახლეობას, მედიის წარმომადგენლებს იმ ტონალობით რომ არ ესაუბროთ, როგორც ესაუბრებით და სამი თითის კომბინაციით?!

მოკლედ, პრობლემა იმაშია, რომ კონგრესმენებს მაჭარაშვილი მაინც ჰყავთ და თქვენ?“,-აღნიშნავს ჭიჭინაძე.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები