საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

29.01.20 17:00


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ტყემალაძემ ქართველ და ბულგარელ ხალხებს შორის ურთიერთობასა და მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

მან ბულგარეთის ხელისუფლებას და პირადად ელჩს ევროსტრუქტურებისკენ მისწრაფების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ქართველებს და ბულგარელებს ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს.

სასიხარულია, რომ ჩვენ ხალხებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მუშაობით, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება",- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. შეხვედრაზე თბილისში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას სახელობის გეოგრაფიული ობიექტის დაარსების საკითხი განიხილეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ და ბულგარეთის ელჩმა ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები