პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე - კონგრესმენების განცხადებები არის „ოცნების“ მოღვაწეობის სამედიცინო დიაგნოზი

29.01.20 17:20


შეიძლება, ზოგიერთს წარმოდგენილი ჰქონდეს, რომ მეშვიდე ცაზე ვარ სიხარულით, არ ვარ, ჩემი სამშობლო ზიანდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ კონგრესმენ პიტ ოლსონის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არ აქვს მნიშვნელობა, წარმომადგენელთა პალატის წევრები აკეთებენ თუ სენატორები. ასეთი განრისხებული კომენტარები მოდის, განცხადებები, წერილები, რაც კიდევ უარესია, თავისი ლექსიკით, „ტვიტერზე“ მათი პატარა შეტყობინებები არის სრული კოშმარი საქართველოსთვის. გულწრფელად გეუბნებით, შეიძლება, ზოგიერთს წარმოდგენილი ჰქონდეს, რომ მეშვიდე ცაზე ვარ სიხარულით.

არ ვარ. ჩემი სამშობლო ზიანდება, საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესები ზიანდება. თუმცა, მეორე მხრივ, ის, რაც განაცხადა ბატონმა ოლსონმა და მანამდე როჯერ ვიკერმა და ადამ კიზინგერმა, ეს არის „ოცნების“ მოღვაწეობის სამედიცინო დიაგნოზი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა პიტ ოლსონმა განაცხადა: „ფრონტერა“ ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს, პუტინი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს“.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები