საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ბათუმში ჩამოსულ ორ ჩინელზე შესაბამისი დაკვირვებითი მუშაობა მიმდინარეობს

29.01.20 18:00


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ჩამოსულ ყველა ჩინელზე მიდევნებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გამყრელიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ჩამოსულ ადამიანს 38 ან უფრო მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება.

"სერიოზული მიდევნებითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩამოსულ ჩინელებზე. შემთხვევა არის ასეთი, ბათუმში ორ ჩინელზე მიმდინარეობს დაკვირვებითი მუშაობა, ავიღეთ მათგან ნაცხები და ლუგარში დაიტესტებიან ისინი ე.წ. ყველა ტიპის კორონავირუსზე. გამოხატული იყო 37 გრადუსი ტემპერატურა. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი ყველა ჩამოსულზე და თუ დაფიქსირდება 38 გრადუსი ტემპერატურა და უფრო მეტი ამ ადამიანს ნახულობს იქვე ნეიტრალურ ზონაში აეროპორტის ეპიდემიოლოგი, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს გამყრელიძემ.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები