საზოგადოება

პრემიერი ოლიმპიელებს მადლობას უხდის – “მთელი საქართველო ერთი სუნთქვით გგულშემატკივრობდათ”

24.08.16 16:15


მთელი საქართველო ერთი სუნთქვით გგულშემატკივრობდათ, თქვენ არ იცით, რა ხდებოდა აქ, ძალიან გახარებულები ვართ მიღწეული შედეგით,- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ოლიმპიელებს.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მიღწევების შეფასებით დაიწყო და წარმატებით ასპარეზობისთვის სპორტსმენებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

“დღევანდელი სხდომა მინდა დავიწყო ყველასთვის ჩვენთვის მართლაც საამაყო სიტყვებით, დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს ასეთი წარმატებული ასპარეზობისთვის. 7 მედალი და აქედან კიდევ 2 ოქროს მედალი არის ძალიან სერიოზული შედეგი. ვიცით, რომ არცერთ მათგანს თავი არ დაუზოგავს და, მართლაც, ყველაფერი დადეს ბრძოლის ველზე, რათა მიღწეული ყოფილიყო მაქსიმალური შედეგი. მინდა მთელი ქვეყნის, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ყველა სპორტსმენს, ყველა მწვრთნელს, ოლიმპიურ კომიტეტს და სპორტის სამინისტროს ასეთი წარმატებული ასპარეზობისთვის”,-აღნიშნა პრემიერმა.

თავის მხრივ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სპორტსმენების სახელით, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის.

“ამ 4 წლის მანძილზე ქართულ სპორტს არნახული მხარდაჭერა ჰქონდა და შედეგიც სახეზეა. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და კიდევ ვაპირებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და კიდევ უფრო წარმატებულად გამოვალთ შემდეგ ოლიმპიადაზე”, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები