საზოგადოება

ვიდეორგოლმა „გადაიღე საქართველოში“ The Audience Awards-ის კონკურსში გაიმარჯვა

24.08.16 16:25


ვიდეორგოლი „გადაიღე საქართველოში“ საქართველოში ვიდეოგადაღებების უპირატესობებზე და უნიკალურ შესაძლებლობებზე The Audience Awards 2016-ის გამარჯვებული გახდა.

The Audience Awards — ეს არის სხვადასხვა ჟანრის კონკურსებისთვის ინტერნეტ-პლატფორმა. პორტალზე საუკეთესო ვიდეოს ხმას აძლევენ ინტერნეტ მომხმარებლები.

თითქმის სამ წუთიან ვიდეორგოლში ნაჩვენებია ყველაზე შთამბეჭდავი ადგილები საქართველოში კინოგადაღებებისათვის.

საქართველოს გარდა, კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთი, ავსტრია, შოტლანდია, ავსტრალია, ჩილი, ნორვეგია, ასევე აშშ-ს სხვადასხვა კინოკომპანიები.

შედეგად ვიდეოსიუჟეტი საუკეთესოდ იქნა აღიარებული სხვა 18-ს შორის და კონკურსის ლიდერი გახდა. მან 6 ათასი ნახვა და 423 ხმა დააგროვა.

ქართული ვიდეორგოლი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ შეიქმნა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, პროექტი ითვალისწინებს ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს, რაც ნიშნავს, რომ კინომწარმოებელი საქართველოში ფილმის გადაღებაზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 25%-ს უკან მიიღებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები