ეკონომიკა

კურორტ „თეთნულდის“ განვითარების ახალი ფაზა იწყება

24.08.16 16:40


კურორტ „თეთნულდის“ განვითარების ახალი ფაზა იწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, გარდა ამისა, დაგეგმილია ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა. კურორტის განვითარება კი საპარტნიორო ფონდის მეშვეობით მოხდება.

„უნდა გამოვაცხადოთ, რომ ამ კურორტის განვითარების ძალიან საინტერესო ახალი ფაზა იწყება. სახელმწიფო აპირებს, რომ საპარტნიორო ფონდის მეშვეობით ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღოს კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, ალბათ, სავაჭრო ცენტრიც და რა თქმა უნდა, ამბულატორია – ეს არის მინიმალური ჩამონათვალი, რაც არის აუცილებელი, რომ კურორტმა იფუნქციონიროს. ჩვენ ასევე გეგმაში გვაქვს ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა, გვირაბების მეშვეობით, რომ ზამთარში ტურისტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საათნახევარი-ორი საათის ინტერვალით შეძლონ კურორტ „თეთნულდზე“ ასვლა. აუცილებლად უნდა გარემონტდეს ჯვარი-თეთნულდის გზაც იმისათვის, რომ სამეგრელოს მხრიდან ასევე ადვილი იყოს კურორტზე ასვლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კურორტ „თეთნულდის“ განვითარების გეგმა ეკონომიკის მინისტრთან ერთად განიხილა.

მათ ასევე იმსჯელეს მენეჯმენტის გაძლიერების საკითხზე და საჭიროდ ჩათვალეს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ის შექმნა, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები