მსოფლიო

იტალიაში მიწისძვრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

24.08.16 16:50


იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.

ყველაზე მეტად რიეტას პროვინცია დაზარალდა. ქალაქ ამატრიჩეს მერის, სერჯიო პეროცის თქმით, „ნახევარი ქალაქი დანგრეულია“.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯას სამხრეთით მდებარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნანგრევებში ადამიანები რჩებიან.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 1513


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები