მსოფლიო

საქართველოს მთავრობა მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაში იტალიის ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს

24.08.16 17:35


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და მსხვერპლის გამო იტალიის მთავრობას და იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა.

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს დაავალა, დაამყაროს კომუნიკაცია იტალიასთან და მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევის პროცესში საქართველომაც შეიტანოს მოკრძალებული წვლილი.

„სულ ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ იტალიაში, პერუჯასთან ახლოს მოხდა ძალიან ძლიერი მიწისძვრა. არის მსხვერპლიც, ასევე მნიშვნელოვანი ნგრევა.

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო იტალიის მთავრობას და ხალხს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვო, სასწრაფოდ კომუნიკაცია დაამყაროს იტალიასთან, რომ შესაძლო დახმარების გაწევის პროცესში საქართველომაც მიიღოს მოკრძალებული წვლილი“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები